Friday, June 17, 2016
მეცხრე ტრენინგდღე
სასწავლო პროექტის ჩეკლისტში მოვნიშნეთ ყველა ის რესურსი რაცშევქმენით სასწავლო პროექტისთვის ამ ტრენინგის მანძილზე, პარალელურად გადავამოწმეთ პროექტის მახასიათებლების
ჩეკლისტი და აღვნიშვნა გავუკეთეთ ყველა იმ მახასიათებლებს რასაც უნდა
აკმაყოფილებდეს სკოლებში განხორციელებული სასწავლო პროექტი.
ვიმუშავეთ
ბლოგებზე, ჩავსვით გაჯეტები და გავეკეთეთ რეფლექსია ბლოგზე.
.Intel -ის
ტრენინგის ბოლო დღეს ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ ჩვენი სასწავლო პროექტის
პრეზენტაცია. ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე და გავაკეთე
რეფლექსია.
ტრენინგზე მიღებული ცოდნა დიდ დახმარებას გამიწევს სასწავლო
პროექტებზე მუშაობისას.
Thursday, June 9, 2016
მერვე დღის რეფლექსია
დღევანდელ ტრენინგ დღეს დავამთავრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პროგრამა Power Pointში. აუცილებლად გამოვიყენებ ტრენინგზე ათვისებულ სიახლეებს სასწავლოპროცესში. ვაპირებ აქტიურად ვიმუშავო მოსწავლეებთან აღნიშნულ თემაზე და მისი გამოყენებით გავაძლიერო მოსწავლეებში ინტერესი სწავლისადმი.
Wednesday, June 8, 2016
მეშვიდე ტრენინგდღის რეფლექსია
ტრენინგ
დღის დაწყების წინ შევაჯამეთ წინა ტრენინგ დღეები და განვიხილეთ საავტორო უფლებების
კანონმდებლობით და სამართლიანად გამოყენების წესები განათლების სისტემაში.
თითოეულმა ჩვენგანმა პროექტისთვის გამოყენებული მასალებისთვის Viewer-ის
სახელმღვანელოს რესურსებიდან გამოვიყენეთ დოკუმენტი „გამოყენებული ლიტერატურის
მარტივი შაბლონი“ სადაც მივუთითეთ ჩვენ მიერ გამოყენებული სურათების URL
მისამართები, რომელიც მოვათავსეთ საქაღალდეში სურათები აუდიო ვიდეო - საავტორო
უფლებები. მულტიმედიური შეფასების რუბრიკა მოვარგეთ თემას, რუბრიკის
მიხედვით შევქმენიტ პრეზენტაციის შაბლონი სადაც გავწერეთ გეგმა, რომლის მიხედვითაც
უნდა შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარიდა მოსწავლის ნამუშევრისთვის მოვიძიეთ
ინორმაცია ტექსტური და გრაფიკული მასალის სახით და ეს მასალები შევინახეთ ციტირებულ
დოკუმენტში მოსწავლის თვალით დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დამეხმარება,
განვსაზღვრო, რამდენად შეესაბამება პროექტი მოსწავლეთა საჭიროებებსა და ინტერესებს.
ეს ასევე დამეხმარება გავარკვიო სწავლების საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი,
შინაარსი და აქტივობები. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი შევინახეთ საქაღალდეში _მოსწავლის ნიმუში
Friday, June 3, 2016
მეექვსე ტრენინგდღე
მეექვსე დღეს ვიმუშავე შეფასების დროის ჩარჩოზე და შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზზე. ეს ხელს შემიწყობს პროექტის განხორციელების დროის განსაზღვრაში.ახალი იდეების განხორციელებაში. დღევანდელმა დღემ სტიმული მომცა ახალი ინოვაციების განრციელების მოტივაციაში.
Thursday, June 2, 2016
მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღეს დავიწყეთ
მუშაობა შეფასების ფორმებზე.კერძოდ მოსწავლეთა წინარე ცოდნის და საჭიროებების
დადგენაზე .პროექტზე დაფუძნებული სწავლებისათვის უნდა შეგვერჩია ისეთი შეფასების ფორმები,
რომელიც შეაფასებს ჩემი შერჩეული თემის მნიშვნელოვან ამოცანებს, ჩართავს მოსწავლეებს შეფასების პროცესში,
აწარმოებს პროგრესის მონიტორინგს, .შევავსეთ KWL ცხრილი, როგორც მოსწავლეებმა.
Tuesday, May 31, 2016
მეოთხე ტრენინგდღე
ტრენერმა გაგვაცნო ინფორმაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და
ჯგუფში განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,
Google
doc-ების საშუალებით ტრენერმა გაგვიზიარა ჯგუფს სავარჯიშო „გონებრივი იერიშის კითხვები“.ჩვენ უკეთ გავერკვიეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით
და გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერეთ პროექტის პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.
მესამე ტრენინგდღე
ჩამოვყალიბდით საპროექტო თემასთან დაკავშირებით . თემას შევურჩიე საგნობრივი სტანდარტები და ინდიკატორები, მიზნები გავწერეთ.
მომავალში გამიადვილდება თემის შერჩევა და მიზნის განსაზღვრა. ეს საშუალებას მომცემს მოსწავლეებს განუვითარო ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და განვუმტკიცო აღნიშნული უნარ-ჩვევები.
პირველი ტრენინგდღის მოდული
ტრენერი გაგვეცნო და
თითოეულმა მონაწილემ გავაცანით თავი
ჯგუფის წევრებს, ვისაუბრეთ თუ
რომელ კლასებს ვასწავლით, რა
საგანს და რა
მოლოდინი გვაქ ამ
ტრენინგიდან. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის თითოეული მოდულის აქცენტები და
მოსალოდნელი შედეგები გაგვაცნო Intel-ის
სახელმღვანელო Viewer-ი, დავათვალიერებინა პროგრამის ინტერფეისი, გაგვაცნო სამუშაო ინსტრუმენტები, გვაჩვენა დამხმარე გზამკვლევი და
დავათვალირეთ სხვადასხვა რესურსები (პროექტის გეგმები და
დამხმარე მასალები).
გავაკეთეთ ბროშურის გეგმა, რომლის მიხედვითაც შევქმენი ბროშურა. საშუალება მექნება მოსწავლეებს განუვითარო მაღალი სააზროვნო უნარები და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
Subscribe to:
Posts (Atom)