პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა



ქიმიის  სწავლების პროცესში  მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები



















2018 წელი


შინაარსი
1. შესავალი------------------------------------------------------------------------------------------3
2. ინფორმაცია სკოლის შესახებ-------------------------------------------------------------------3
3. კვლევის მიზანი და მისი შესაბამისობა საკვლევ პრობლემატიკასთან--------------------4
4. კვლევის მიმდინარეობა-------------------------------------------------------------------------4
5. კვლევის ვადები----------------------------------------------------------------------------------5
6. საკვლევი პრობლემის განსაზღვრა და მისი აქტუალურობის დასაბუთება--------------6
7. პრობლემის იდენტიფიცირება-----------------------------------------------------------------8
8. პრატიკული კვლევის არსი----------------------------------------------------------------------9
9. ლიტერატურის მიმოხილვა-------------------------------------------------------------------10
10. საკვლევი კითხვები-----------------------------------------------------------------------------11
11. კვლევის ინსტრუმენტი------------------------------------------------------------------------12
12. მონაცემთა შეგროვების მეთოდი--------------------------------------------------------------13
13. კვლევის შედეგები------------------------------------------------------------------------------14
14. მონაცემთა ანალიზი----------------------------------------------------------------------------27
15. კვლევის მიგნებები-----------------------------------------------------------------------------32
16. ინტერვენცია------------------------------------------------------------------------------------33
17. გამოყენებული ლიტერატურა-----------------------------------------------------------------35
18. რეფლექსია---------------------------------------------------------------------------------------36














შესავალი
   მოტივაცია არის სტიმული, ქმედება, წახალისება, ძალა, რომელიც იწვევს მოსწავლის სურვილს,  იმოქმედოს – ისწავლოს, მიაღწიოს შედეგს.

     ნამდვილი  სწავლა  შესაძლებელია  მხოლოდ შემეცნებითი  ინტერესების, ცოდნის  წყურვილის  პირობებში. მოტივაცია  ხელს უწყობს   განათლების,  ცოდნის  მიმართ  პოზიტიური  დამოკიდებულების  ჩამოყალიბებას. იგი  განსაზღვრავს  მოსწავლის  სწავლის   პროცეში  ჩართულობის, მისი   სწავლის  მიმართ ინტერესებისა  და  დადებითი   განწყობის  დონეს. მოტივაცია  არ არის   თანდაყოლილი  და  უცვლელი. წარმატებული  მოსწავლეების  მოტივაციის  წყარო  და  ხარისხი  შეიძლება  სრულად  განსხვავებული   იყოს   ერთმანეთისაგან. მოტივაცია   საკმაოდ   დინამიურია  და   მნიშვნელოვნად  იცვლება   ასაკის    მატებასა  თუ    ადამიანზე  მოქმედი  გარემო  ფაქტორების   ზეგავლენით.        ამიტომაც,  ძალზე   მნიშვნელოვანია   იმის  დადგენა, რომელი   ფაქტორები   აღძრავს   მოსწავლის   ინტერესებს, თუ  რა   განაპირობებს   მის  ქცევას.
     

ინფორმაცია   სკოლის  შესახებ.
   პრაქტიკული კვლევა  ჩატარდა  სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლაში.სკოლის  პედაგოგიური  საბჭო  შედგება 28  წევრისგან.  სწავლობს 151 მოსწავლე.   სკოლა  აღჭურვილია  კომპიუტერული  ლაბორატორიით  და ინტერნეტით, გვაქვს ბიბლიოთეკა.  ჩვენი კვლევის  სამიზნე  ჯგუფს  წარმოადგენს   სკოლის  9,10,11 კლასის  36  მოსწავლე    და  მათი  მშობლები.       



კვლევის მიზანი და მისი შესაბამისობა საკვლევ პრობლემატიკასთან.
    კვლევის მიზანია, შევისწავლო  ქიმიის სწავლების პროცესში  მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები,ქიმიის სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები, რათა შესაძებლობის ფარგლებში აღმოიფხვრას პრობლემის გამომწვევი მიზეზები , ამაღლდეს მოწავლეთა სწავლის მოტივაცია , ქიმიის შესწავლა უფრო სახალისო და მიმზიდველი გახდეს, ამაღლდეს ქიმიის სწავლის ხარისხი, ეს დამეხმარება ისეთი საგაკვეთილო აქტივობების შემუშავებაში, რომელიც საინტერესო იქნება მოსწავლეებისათვის და გააუმჯობესებს  სწავლა - სწავლების პროცესს.

კვლევის მიმდინარეობა
პირადი გამოცდილებიდან, სასკოლო სიტუაციიდან,კოლეგებისა და მოსწავლეების  გასაუბრებისა და  გამოკითხვის გათვალისწინებით  კვლევისათვის შევარჩიე თემა, ,, ქიმიის სწავლების დროს მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები და მათი აღმოფხვრის გზები““   საკითხი აქტუალურია სასკოლო თემში  და თან საკუთარ თავშიც და გარემოშიც მეგულება რესურსი ამ საქმის წამოწყებისა და განხორციელებისთვის. ამ კვლევის განხორციელება და  მისი შედეგები სარგებელს  მომოტანს მე,პრობლემების დასაძლევად მიზანმიმართულად დავგეგმო საკუთარი პროფესიული განვითარება და ამით უფრო ეფექტური გავხადო სასწავლო პროცესი, სარგებელი იქნება კოლეგებისთვის,  და რაც მთავარია, მოსწავლისათვის.
     სასკოლო მოტივაციის პრობლემა თანამედროვე განათლების სისტემის ქვაკუთხედია. მასზე მუშაობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი კორექციისთვის აუცილებელია პედაგოგების, ადმინისტრაციის, და მშობლების ერთობლივი ძალისხმევა.
კოლეგებთან კონსულტაციის შემდეგ და მოსწავლეთა და მშობელთა აზრის გათვალისწინებით შევადგინე  კითხვარი , რომელიც   დამეხმარებოდა მოწავლეთა აზრის შესწავლაში, თუ რა  მიზეზები იწვევდა მათ დაბალ მოტივაციას და როგორ ესახებოდათ მათ ამ პრობლემის გადაჭრა.
შევიმუშავე კვლევის ჩატარევის გეგმა.,სადაც გაწერილი იყო კვლევის ჩატარების ეტაპები,ვადები, მიზანი,  სამიზნე  ჯგუფი(ფოკუს ჯგუფი),აქტივობები, კვლევის 

                                                       კვლევის ვადები

აქტივობა
ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი თებერავლი მარტი აპრილი
პრობლების  იდენტიფიცირება X
კვლევის გეგმის შემუშავება X X
გამოკითხვები X X
მონაცემთა შეგროვება დადახარისხება X
მიღებული შედეგების ანალიზი X X
შედეგამის  გაცნობა კათედრის წევრებისათვის
X




საკვლევი პრობლემის განსაზღვრა და მისი     აქტუალურობის                      დასაბუთება
    ყველა ის პრობლემა, რომელმაც ბავშვთან დაკავშირებით ნებისმიერ სკოლაში შეიძლება იჩინოს თავი, ორ დიდ ჯგუფად ერთიანდება. ერთი მოსწავლის აკადემიურ მოსწრებასთან დაკავშირებულ სირთულეებს მოიცავს, მეორე – ბავშვის ქცევაში წარმოშობილ პრობლემებს. პრობლემათა ეს ორი ჯგუფი, ჩვეულებრივ, მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ხშირად მოსწავლის ქცევის სირთულეები სასწავლო საქმიანობაში არსებული პრობლემებით არის გამოწვეული. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან სწავლა სასკოლო ასაკის ბავშვის ქცევის წამყვანი ფორმაა და ყოველგვარი ცვლილება მის პიროვნულ განვითარებაში შეიძლება მხოლოდ სასწავლო პროცესის მეშვეობით განხორციელდეს. ასე რომ, თუ ბავშვის ქცევის კორექციას ვაპირებთ, უპირველესად სასწავლო პროცესში მისი ჩართულობის გაზრდასა და მისი წარმატების ხელშეწყობაზე უნდა ვიზრუნოთ. ამას მხოლოდ მაშინ მოვახერხებთ, თუ შევძლებთ, ბავშვს სასწავლო საქმიანობის მიმართ განწყობა შევუქმნათ. ეს კი, თავის მხრივ, იმ მოტივების გამოვლენას მოითხოვს, რომლებიც ბავშვს სწავლის სურვილს უჩენს.
     სასკოლო მოტივაციის პრობლემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება სასკოლო სწავლების მე-2 და მე-3 საფეხურებზე გადასვლისას. თუ გავითვალისწინებთ სასწავლო მოტივაციის ასაკობრივ დაქვეითებას გარდამავალ პერიოდში, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება იმის განსაზღვრა, რით შეიძლება მოსწავლის მოტივირება, მასზე ზემოქმედება, როგორ უნდა ააგოს მასწავლებელმა სწავლების პროგრამა, რომ გადალახოს აკადემიური მოსწრების ტრადიციული დაქვეითება მე-9– მე-11 კლასებში.
        სკოლაში სასწავლო პროცესის წარმატებას განსაზღვრავს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: პედაგოგის პროფესიული მომზადების მაღალი დონე, სწავლების თანამედროვე მეთოდები, კომფორტული სასწავლო გარემო, დისციპლინა და წესრიგი სკოლაში, პედაგოგის კეთილგანწყობილი, მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლისადმი და მათ შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნა.
 ქიმიის   სწავლებისას საგაკვეთილო პროცესი მოსწავლეთა მოტივაციას ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს , მოსწავლეები კოგნიტურად, ემოციურად თუ ქცევით ჩართულნი უნდა იყვნენ პროდუქტიულ საკლასო აქტივობებში.
       სწავლებამ შეიძლება შექმნას შინაგანი მოტივაცია მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით და კომპეტენტურობის მნიშვნელობის ხაზგასმით. თუმცა  ეს ყოველთვის ვერ იმუშავებს. ყოველთვის მიმზიდველი და საინტერესო იქნება მოსწავლისათვის  ქიმიური განტოლებები? ყოველთვის აღუძრავს  ცნობისმოყვარეობას მენდელეევის პერიოდულობის სისტემა? მხოლოდ შინაგანი მოტივაცია ყოველთვის არის  საკმარისი და მასზე დაყრდნობა არ შეიძლება, არის სიტუაციები, როცა წამახალისებელი სტიმულები და გარემხარდაჭერა აუცილებელია. მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ შინაგანი მოტივაციის გაჩენასა და შენარჩუნებაზე, როცა დავრწმუნდები,, რომ გარეგანი მოტივაციაც მუშაობს და ჩართულია სწავლის პროცესში. ამისათვის მე უნდა ვიცოდე  მოტივაციაზე გავლენის მქონე ფაქტორების შესახებ. მაგალითად, ერთ ერთი ფაქტორი  არის ურთიერთწინააღმდეგობა სასწავლო ამოცანებსა და მოსწავლის განვითარების დონეს შორის. თუ დავალების დონე ბევრად აღემატება მოსწავლის განვითარების დონეს, მაშინ ის სავარაუდოდ დარჩება შეუსრულებელი ან შესრულებული არასრულად. ასეთმა მდგომარეობამ შეიძლება მოსწავლეს დააკარგვინოს სწავლის მოტივაცია. მეორე მხრივ, თუ დავალება აღმოჩნდება ძალზე მარტივი, მაშინ ის არ შეუწყობს ხელს მის განვითარებას, რადგან მიზნის მისაღწევად მას არ დაუხარჯავს საკმარისი ენერგია.
     თუ ურთიერთწინააღმდეგობა შეთავაზებულ ამოცანასა და მოსწავლეთა არსებულ შემეცნებით შესაძლებლობებს შორის ისეთია, რომ ძალისხმევის დაძაბვის შემთხვევაშიც კი მოსწავლეების უმრავლესობას კლასში არ შეუძლია დავალების შესრულება და არ შეუძლიათ მისი შესრულება უახლოეს პერსპექტივაში, - ასეთი ურთიერთწინააღმდეგობა არ ხდება სწავლებისა და განვითარების მამოძრავებელი ძალა, ის ამუხრუჭებს მოსწავლეების გონებრივ განვითარებას.
მოსწავლეებში დიდ სტრესს იწვევს მუშაობის აუცილებლობა სხვის ტემპში - სიჩქარით, რომელიც შემოთავაზებულია მასწავლებლების, კლასის მოსწავლეთა უმრავლესობის, და სხვების მიერ. ინდივიდუალური დავალების ხშირი არქონა, რომელიც დიფერენცირებული იქნებოდა მოცემულობით და ტემპით, მუდმივად ქმნის აჩქარების შეგრძნებას. მოსწავლეს უჭირს აიტანოს კლასში მუშაობის მაღალი ტემპი, მუდმივი აქტივობა და იწყებს სტრესული სიტუაციისაგან თავის არიდების გზების ძიებას - ტემპის დაგდებას კითხვებით, "არასაშტატო" ქცევით, დავალების გადაწერით, უარის თქმისათვის მიზეზების ძიებით, დავალების შესრულებაზე უარის თქმით.
ამის გამო ჩემი მიზანია დავადგინო ის მიზეზები,რომლების იწვევს მოსწავლეთ დაბალ მოტივაციას , დავსახო ამ  მიზეზების გამოსწორების გზები  და საგაკვეთილო პროცესში გავითვალისწინო კვლევის შედეგები,  რაც გამოიწვევს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.


პრობლემის იდენტიფიცირება
     ჩემი  მრავალწლიანი  დაკვირვების  , კოლეგებთან აზრის გაცვლისა და მოსწავლთა და მშობლებთან  ურთიერთობის შედეგად ,ასევე პროფესიულ ტრენინგებზე და პროფესიული ლიტერატურის გაცნობის შედეგად  გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რაც გავლენას ახდენს სწავლის ხარისხზე. ესენია: სოციალური გარემო, სასწავლო რესურსები, მასწავლებლის კვალიფიკაცია, მოსწავლეთა მოტივაცია, პოზოტიური სასწავლო გარემო და ა. შ . ამ ჩამონათვალიდან მოსწავლეებისა და მშობლების, ასევე კოლეგების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად  დასახელდა მოსწავლეთა დაბალი მოტივაცია,  იმის გამო, რომ საკუთარ თავშიც და სკოლაშიც მეგულება რესურსი ამ   პრობლემის შესწავლად და მის გადასაჭრელად, ამიტომ საკვლევ საკითხად ავირჩიე ,, ქიმიის სწავლის დროს მოსწავლეთა დაბალი მოტივაციის გამომწვევი მიზეზები და მოტივაციის ამაღლების  გზის მოძიება“
             კვლევის დაწყებამდე განვსაზღვრე ის საკითხები, რომელთა  ცოდნა  მჭირდებოდა კვლევის ჩატარებისათვის
           კვლევის  დაწყებისათვის მე მჭირდებოდა  შემესწავლა 1) როგორ უნდა ჩამეტარებინა კვლევა,2) როგორ უნდა შემედგინა  კითხვარი,რომელიც შესაბამისობში იქნებოდა კვლევის მიზანთან, .3)რა რაოდენობის მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგად იქნებოდა კვლევის შედეგი რეალური  მდგომრეობის ამსახველი, 4) როგორ უნდა გამეკეთებინა კვლევის  ანგარიში,5) როგორ უნდა გავაკეთო მონაცემთა ანალიზი,6) მონაცემთა ანალიზის შედეგად უნდა გავაკეთო დასკვნები7)როგორ მოვახდინო კვლევის შედეგების ინტერვენცია. ამ საკითხების შესწავლის მიზნით წინასწარ გავეცანი შესაბამის ლიტერატურას

პრაქტიკული კვლევის არსი
         პრაქტიკული კვლევა არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა იმისთვის,რომ გავიგოთ, რა ხდება ჩვენს სკოლაში, და როგორ ვაქციოთ ის უკეთეს ადგილად.
      სკოლაში განხორციელებული პრაქტიკული კვლევა ერთ მთავარ მიზანს ემსახურება – განვითარებაზე ორიენტირებული პრაქტიკოსი მკვლევრის ჩამოყალიბებასა და სკოლისათვის მნიშვნელოვან, პრიორიტეტულ საქმიანობებში პროგრესის მიღწევას. ამიტომ სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია კვლევის ამ მეთოდის დანერგვის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
       პრაქტიკული კვლევა არის საუკეთესო ალტერნატივა იმის წარმოსაჩენად, როგორ შევისწავლოთ სასკოლო გარემო და მივიღოთ გადაწყვეტილება მისი გაუმჯობესების შესახებ. იგი მიმართულია სკოლაში არსებული რეალური პრობლემების კვლევაზე და იძლევა არა მხოლოდ ახალი ცოდნის შეძენის საშუალებას, არამედ მკვლევარს შესაძლებლობა ეძლევა გადაჭრას საკვლევი პრობლემა და დაინახოს  შედეგი.
            სასურველი შედეგის მისაღწევად საჭიროა მასში მონაწილე ადამიანები მაქსიმალურად იყვნენ ჩართული პროცესში, მათ მოძებნონ პრობლემის გადაჭრის გზა და არ იყოს ეს მათთვის შეთავაზებული გარეშე პირის მიერ.
    კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის,სახით. პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მიეკუთვნება გამოყენებით კვლევათა რიცხვს, ეს არის პრობლემური სიტუაციების სისტემური კვლევა, ჩატარებული მასწავლებთა მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესების მიზნით.
        პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა მარტო წამოჭრილი სიძნელეების დროს კი არ არის საჭირო, არამედ ახალი იდეების, ინოვაციების გამოსაცდელად, საკუთარი ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოსაჩენად, საჭირო უნარ-ჩვევების განსავითარებლად და რაც მთავარია , სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად.
     მასწავლებელი კოლეგებთან ერთდ გეგმავს და იყენებს შესაბამის ინსტრუმენტებს, რომ შეისწავლოს საკუთარი პროფესიული საჭიროებები და ჩაატაროს კვლევა გამოვლენილი საკითხის გასაუმჯობესებლად.

ლიტერატურის მიმოხილვა
     რა არის მოტივაცია?  მოტივაცია არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, რომელიც აღძრავს და  წარმართავს მის ქცევას. მოტივაცია პასუხია კითხვაზე - რატომ? გამოყოფენ მოტივაციის ორ სახეს - შინაგანსა და გარეგანს. შინაგანად მოტივირებულ ადამიანს არ სჭირდება წახალისება ან დასჯა, ხოლო გარეგანი მოტივაციის დროს ადამიანის ქცევა ხორციელდება რაღაცის სანაცვლოდ. რა არის სწავლის მოტივაცია?  სწავლის მოტივაცია არის ტენდენცია დაგეგმო და განახორციელო ღირებული, მნიშვნელოვანი სასწავლო აქტივობები და მიიღო სარგებელი.  - მოზარდის კრიზისი დაკავშირებულია საკუთარი იდენტობის ძიებასა და აღმოჩენასთან, რომელიც გულისხმობს პასუხს კითხვებზე: ვინ ვარ მე? რამდენად ვარ საჭირო ადამიანი?  - ერიკ ერიკსონის აზრით ,,ამ კრიზისის გადაწყვეტა ინდივიდს საკუთარი პიროვნების მთლიანობის განცდის ჩამოყალიბებაში ეხმარება, წარუმატებლობა კი შესაბამისად საკუთარ თავზე, როგორც არა მყარი ბირთვის მქონე პიროვნების შესახებ, წარმოდგენის მიზეზი ხდება“ - მასწავლებელი და მშობელი მოსწავლისათვის მნიშვნელოვანი ადამიანები არიან. ჯონ საფაიერი, თანამედროვე პედაგოგიკის ცნობილი წარმომადგენელი ამბობს ,,არაფერი განაპირობებს მოსწავლის ქმედებებს ისე ძლიერად, როგორც მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანის მკაფიო მოთხოვნები.“ -    კ.როჯერსი აღნიშნავდა, რომ განათლებულობა ეფუძნება არა ცოდნას, არამედ მისი მოპოვების უნარს. კი არ ასწავლო, არამედ ხელი შეუწყო სწავლას - ეს არის მასწავლებლის მთავარი ფუნქცია. როჯერსის აზრით, ადამიანის ქცევის მართვას თვითრეალიზაციის ტენდენცია. ეს არის ზრდის პროცესი, რომელიც პიროვნების ძალების გაშლას გულისხმობს. მელიქიშვილი მ. 2013 წ. ,,მოტივაცია“ გვ.32. ალბერტ ბანდურა თვითეფექტიანობას განმარტავს, როგორც ადამიანის რწმენას, რომ მას აქვს უნარი ( შეუძლია), მართოს მის ცხოვრებაზე მოქმედი მოვლენები. თვითეფექტიანობა არის ადამიანის რწმენა, რომ მას შეუძლია კონკრეტული ქმედების შესრულება.   მელიქიშვილი მ. 2013წ.  ,,მოტივაცია“ გვ.32. სელიგმანი წერდა: რატომაა, რომ ზოგი ადამიანი აქტიურია მარცხის სიტუაციაში , ზოგი კი უარს ამბობს ბრძოლაზე?.
   
საკვლევი კითხვები
მოსწავლეებისათვის
აკმაყოფილებს  თუ არა ის  სასწავლო  გარემო,  რომელშიც  უხდება  სწავლა -განათლების  მიღება ?
რა გრძნობებს აღძრავს  სწავლის  პროცესი მასში?
რა  ფაქტორები მოქმედებს წამახალისებლად  მასზე?
როგორ  ებრძვის სწავლის სიზარმაცეს პროცესში?
რა სახის  გაკვეთილებები  იწვევს  მის  ინტერესს?
როგორ  ებრძვის  სიზარმაცეს სწავლის პროცესში?
როდის  არის აქტიური გაკვეთილზე?
როგორ არის  ჩართული  საკლასო გადაწყვეტილებების  მიღებაში?
- როგორ რეაგირებს   შეფასებაზე, თვითონ   თუ  არის  ჩართული  შეფასების ინსტრუმენტების  მომზადებაში?
ვის  წინაშე  გრძნობას  პასუხისმგებლობას  სწავლის  დროს ?
- როდის უფრო  კარგია  მისი  პასუხები, როცა  მასწავლებელი  ცოდნას   უფასებს,  თუ  ,,უნიშნო“ აქტივობისას?
- ყოფილა  თუ არა რაიმე შემთხვევა,  რასაც   გაუზრდია  მოტივაცია სწავლისადმი 

მშობლებისათვის
-არიან  თუ  არა  აქტიურად  ჩართულნი  თავიანთი  შვილების    სწავლა- აღზრდის საქმეში?
- სისტემატიურად   აკონტროლებენ თუ არა  თავიანთ  შვილების  სწავლა-განათლების  პროცესს ?
- რა ხერხებს  იყენებენ  შვილების  მოტივაციის  ასამაღლებლად, არიან  თუ  არა   ჩახედული სასკოლო   ცხოვრებაში ?
- აქვთ  თუ  არა  სკოლასთან,  მასწავლებლებთან  ხშირი კავშირი  და   შეთანხმებული  მოქმედება   თავიანთი  შვილების   ცოდნის   დონის  ამაღლებისათვის?
სურთ  თუ არა  უკეთ  იცნობდნენ  სასწავლო  პროცესს?
სურთ  თუ არა  იყვნენ  სასწავლო  პროცესის  აქტიური  მონაწილენი?
- რის  შეცვლას   ისურვებდნენ   განათლების   სისტემაში?
            ეს ის   კითხვებია,  რომელზეც  პასუხი  გვინდა  მივიღოთ  იმისთვის ,  რათა  გავაუმჯობესოთ  და  უფრო ეფექტური   გავხადოთ  კომუნიკაცია  მასწავლებელს   მოსწავლესა  და მშობელს  შორის, გაუღვივოთ  ბავშვებს  სწავლის  ინტერესი  და  ავამაღლოთ  მათი  მოტივაცია.

კვლევის  ინსტრუმენტი
მონაცემთა შეგროვება განხორციელდა შემდეგი  ინსტრუმენტების გამოყენებით:
1.გასაუბრება-ინტერვიუ როგორც სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის წევრებთან,ასევე საჩხერის  სხვადასხვა სკოლების  ქიმიის  მასწავლებლებთან  სამუშაო შეხვედრების დროს, მათ პრაქტიკაში არსებული ანალოგიური პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა დაპრობლემის გადაჭრის  მათი გამოცდილემის გაზიარების მიზნით,ასევე გასაუბრება მოხდა სამიზნე ჯგუფის მოსწავლეთა მშობლებთან , თუ რა იწვევდა მათი აზრით მოსწავლის დაბალ მოტივაციას ქიმიის სწავლის დროს.
2.გამოკითხვა- გამოვკითხე სამიზნე ჯგუფი, , რათა დადგინდეს , თუ რა მიზეზები იწვევს აღნიშნულ პრობლემას, და როგორ შეიძლება მოტივაცის ამაღლება და შესაბამისად სწავლა სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.
3.მონაცემების შეგროვება -კვლევის დაწყებამდე მოვახდინე კითხვარების შედგენა და პილოტირება. კითხვარების ანალიზის შედეგად გამოიკვეთება პრობლემები, პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მათი გადაწყვეტის გზები.


მონაცემთა შეგროვების მეთოდი:
მონაცემთა შეროვება მოხდა  შემდეგი გზით.
1. შეირჩა სამიზნე ჯგუფი
2. მოხდა კითხვარის საბოლოო  ვარიანტის შედგენა
3. სამიზნე ჯგუფს გავაცანი კვლევის მიზანი(დანართი)
4. დაბეჭდილი  კითხვარი დაურიგდა სამიზნე ჯგუფს .
6.გამოკითხვი პროცესში დაცული იყი შემდეგი პირობები
ა) გამოკითხვის ანონიმურობა
 ბ) თითოეულს ჰქონდა საკმარისი დრო იმისათვის, რომ კარგად გაეანალიზებინა შეკითხვა
გ) კვლევაში მონაწილეობდა საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლე), რომლებსაც მე ვასწავლი უკვე რმდენიმე წლის განმავლობაში , რადგან მათ კარგად იციან ჩემი, როგორც მასწავლებლის სწავლების  მეთოდები,ძლიერი და სუსტი მხარეები.შესაბამისად მათი  აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია.
7.გამოკითხვის ჩატარების  შემდეგ  მოხდა კითხვარის მონაცემების ორგანიზება 
გამოყენებული კვლევის მეთოდები სრულ შესაბამისობაში აღმოჩნდა  კვლევის საჭიროებებთან, მიზანთან და შესაძლებლობას იძლევა, სრულად გაეცეს პასუხი ყველა საკვლევ კითხვას.   
                                     კვლევის შედეგები
1)მიგაჩნიათ, რომ ქიმიის სწავლა  მნიშვნელოვანია და მას გამოიყენებთ  პრაქტიკულ საქმიანობაში?

               დიახ 4 3%                                         არა 57%








2) თქვენი ამხანაგები თვლიან თუ არა რომ ქიმიის სწავლა მნიშვნელოვანია ?


                       დიახ   80%                     არა  20%









3)მიგაჩნიათ თუ არა რომ მასწავლებლის მიერ მოცემული  დავალებები თქვენი შესაძლებლობების შესაფერისია?(არ არის არც ძალიან რთული და არც ძალიან ადვილი) 

           
       დიახ    63%                                      არა  37%







4)კლასში საერთო საკლასო მუშაობის დროს თქვენთვის მისაღებია მუშაობის ტემპი?(დასმული ამოცანის გააზრებისათვის ხომ არ გჭირდებათ შედარებით უფრო მეტი ან ნაკლები დრო ,) 

                                             დიახ     28%                                    არა 72%









5) მიგაჩნიათ თუ არა რომ ჯგუფში მუშაობის დროს უფრო კარგად გებულობთ საკითხს?           


                        დიახ    76%                                     არა 24%
   






           

6) როგორ ჯგუფში მუშაობაა თქვენთვის უფრო  მისაღები
ა) თქვენი მსგავსი შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები   84%
ბ)  განსხვავებული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებთან  13%
გ) ჩემს მიერ არჩეული ჯგუფი 3%











7)მიმართავთ თუ არა მასწავლემელს როცა   რაიმე საკითხი თქვენთვის  გაუგებარია?

                დიახ        76%                                            არა 24%

8)თუ არ მიმართავთ, რა არის ამის მიზეზი?
ა) მაინც ვერ გავიგებ   30%
ბ)არ მინდა კლასის წინაშე  ვთქვა, რომ რაიმე ვერ გავიგე 66%
გ)არც მაინტერესებს გაგება4%

9) მიგაჩნიათ თუ არა, რომ ქიმიის  სწავლისათვის  არ გაქვთ საკმარისი წინა ცოდნა და ამიტომ გიჭირთ ახალი მასალის შესწავლა?

               დიახ    62%                                                      არა 38%

10)მიგაჩნიათ უ არა რომ ქიმიის  გაკვეთილები ერთფეროვანი და  უინტერესოა?   
           
                 დიახ    43%                                     არა 57%

11)პროექტებზე მუშაობა თქვენთვის საინტერესოა? 

                დიახ      90%                                   არა 10%
12) თვალსაჩინოებები გიადვილებთ  საკითხის გაგებას თუ თქვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს?

                       დიახ        65%                                 არა25%
13)  არის თუ არა ქიმიის გაკვეთილზე  პოზიტიური სასწავლო გარემო.რაც გულისხმობს 
ა) გაკვეთილზე ხდება თქვენი ინდივიდუალური საწავლო შესაძლებლობების გათვალისწაინება
     
                     დიახ       0.66%                                     არა   0.34%
ბ)თქვენთვის გასაგებია მასწავლებლი ინსტრუქციები     

                     დიახ    0.57%                                        არა  0.43%

გ) ხდება თუ არა გაკვეთილზე თანამრომლობითი სწავლების წახალისება
 
                    დიახ    0.38%                                         არა  0.62%

14)სწავლის დროს მასწავლებელთან თანამშრომლობთ ?

                           დიახ        85%                              არა  15%
15)თქვენი აზრით გაკვეთილზე მასწავლებელი უფრო მეტად უნდა ხსნიდეს რაიმე საკითხს ,თუ მოსწავლე თვითონ უნდა ეძიებდეს პრობლემის გადაჭრის გზას?(მასწავლებლი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ხმარება მოსწავლეს)

     მასწავლებელი   41%                                    მოსწავლე 59%
16)   დაასრულეთ წინადადება. მე ქიმიის შესწავლა უფრო დამაინტერესებდა რომ...
ა)  იყოს მეტი ჯგუფური მუშაობები
ბ)სწავლება იყოს მარტივი და რთული მასალის შემთხვევაში მაგალითად მოვიყვანდი ცხოვრებისეულ სიტუაციებს
და ადვილად გავიგებდი მასალას .
გ)გაკვეთილზე იყოს სიწყნარე , ყველამ გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები
დ) რომ მქონდეს მეტი უნარი
ე)რომ ვსწავლობდე ისეთ საკითხებს, რაც ცხოვრებაში გამომადგება
ვ) იყოს სახალისო აქტივობები და შემეძლოს მასწავლებლისთვის ყველაფრის კითხვა რაც ვერ გავიგე, იყოს მეტი თვალსაჩინოებები და თავადაც მქონდეს მეტი ინტერესი
ზ)მე თვითონ მეტად ვსწავლობდე სწავლის დროს და არ ვიყო დამოკიდებული მასწავლებელზე და რომელიმე მოსწავლეზე დამოკიდებული
თ)მასწავლებელს ჩემთვის მეტი ყურადღება მოექცია და, უფრო გასაგებად აეხსნა და უფრო საინტერესოდ ესაუბრა.
ი)მასწავლებელი იყოს უფრო მეგობრული
კ)რომ სახალისო გაკვეთილები იყოს.
ლ)იყოს უფრი მარტივი გასაგები. ჩემს შესაძლებლობებთან შედარებთ უფრო რთული არ უნდა იყოს.
მ)უფრო კარგად ვუსმენდე მასწავლებელს.
ნ)მქონდეს საკმარისი წინა ცოდნა
ო) მოსწავლეებს შორის იმართებოდეს  შეჯიბრი რაიმე ქიმიურ  თემაზე.
პ)გაკვეთილები იყოს საინტერესო. არ იყოს ერთფეროვანი.
ჟ)იყოს სხვადასხვა პროექტები, წამახალისებელი ამოცანები,
რ)ჩავერთო პროექტებში და იყოს პრიზები.
ს)უფრო გასაგებად ახსნას მასწავლებელმა გაკვეთილი.

                                                      მონაცემთა ანალიზი
    კვლევამ აჩვენა, რომ მოსწავლეები განწყობილნი არიან შეისწავლონ ქიმიის საგანი, პრობლება არის ის, თუ როგორ უნდა შეისწავლონ, რა მიდგომები, მეთოდები და აქტივობები  დაეხმარება მათ სწავლაში და მოტივაციის ამაღლებაში.
    კვლევამ აჩვენა, რომ შედეგის მისაღწევად აუცილებელია ინდივიდუალური მიდგომა, რაც გულისხმობს თითოეულ მოსწავლეზე დაკვირვებასა და მათი ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საჭიროებების განსაზღვრას, მხოლოდ ამის შემდეგ შევძლებ მათი მოტივაციის ამაღლებისათვის  შემდეგი აქტივობების განხორციელებას:
1)მუშაობის ინდივიდუალური დავალებების შერჩევას,
2) მუშაობისათვის თითოეულისათვის  საჭიროების შესაბამისიად გათვლისწინებული დროის დათმობას, 
3) ჯგუფური მუშაობის ხშირად გამოყენებას, ჯგუფური მუშაობის დროს  უნდა განვსაზღვრო მოსწალეთა ჯგუფებში გადანაწილების გზა, ასევე ჯგუფებისათვის დავალების სწორად შერჩევა 
4)მოსწავლეებთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომ მასწავლებლის  არ მოერიდოთ  და მიმართონ დახმარებისათვის საჭიროების დროს
5) უნდა გადავამოწმო რამდენად გაიგეს მოსწავლეებმა მიცემული სამუშაოს ინსტრუქცია
6)უნდა წავახალისო მოსწავლეების ურთიერთთანამშრომლობითი სწავლება.
7) 10 შეკითვის შედეგმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს არ აქვთ გაცნობიერებული საკუთარი პასუხისმგებლობა , ამიტომ უნდა ვიმუშაო იმისათვის რომ სწავლაზე პასუხისმგებლობა  მასწავლებლიდან თანდათან გადავიდეს  ჯერ მასწავლებელი-მოსწავლეზე, შემდეგ კი მოსწავლეზე. ამისათვის საჭიროა სწავლა კეთებით, სხვადასხვა სასწავლო პროექტები,  პრაქტიკული ამოცანების შესრულება და ა.შ
8)სწავლების დროს საჭიროა მეტი სასწავლო რესურსის გამოყენება, ამისათვის საჭიროა
ა)რესურსების მოძიება ინტერნეტში.
ბ) ელექტრონული რესურსების შექმნა,
გ)თვალსაჩინოებების შექმნა
დ) არსებული რესურსების გამოყენება
9) მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ ქიმიის პრაქტიკული გამოყენება, ამისათვის  საჭიროა შეასაბამის  სასწავლო პროექტების კეთება.
10) უნდა ჩატარდეს სახალისო -შემეცნებითი შეჯიბრებები  სადაც მოსწავლეებს მიეცემათ საშუალება თავი წარმოაჩინონ არა მარტო ქიმიაში, არამედ ლოგიკურ  აზროვნებაში
11) გაკვეთილის მრავალფეროვნებისათვის უნდა გამოვიყენო მრავალფეროვანი სასწავლო აქტივობები
12) უნდა მოვახდინო მოსწავლეთა ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებების დადგენა, ამისათვის უნდა გამოვიყენო:
1)შესასვლელი და გასასვლელი ბილეთები,
2) ინდივიდუალური დაკვირვების  ჩანაწარები და ცხრილები.
3)მოსწავლეთა შესრულებული დავალებების ანალიზი
13) ყოველი გაკვეთილის დასაწყისში უნდა მოხდეს წინარე ცოდნის გააქტიურება, რაც მათ დაეხმარებათ ახალი საკითხის გაგებაში
14) გაკვეთილი უნდა იყოს  წინასწარ კარგად  დაგეგმილი .
15) მოსწავლეებს უნდა დავეხმარო დაინახონ კავშირი ქიმიასა  და სხვადასხვა სასწავლო საგანს შორის , ამისათვის საჭიროა ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება , .
16)მე უნდა გავამახვილო ყურადღება შემდეგ საკითხებზე:
მოსწავლეებს დავანახო ქიმიის მჭიდრო კავშირი პრაქტიკასთან
. ვასწავლო,როგორ მოახდინონ ქიმიაში მიღებლი ცოდნის რეალიზება
. მოსწავლეებს ვასწავლო, როგორ გადაჭრან  მრავალი ცხოვრებისეული ამოცანა ქიმიის დახმარებით.
.ქიმია გადავაქციო თითოეული მოსწავლის სასიამოვნო და აუცილებელ ნაწილად.
კვლევის შედეგების ანალიზმა მაჩვენა. რომ მუდმივად უნდა მივქციო ყურადღ ება შემდეგ საკითხებს ბავშვებში მოტივაციის ამაღლებისთვის
1. გავამდიდრო სასწავლო პროცესი – ამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავაფეროვანი სასწავლო მასალებით და სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებით. ამით სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება.
2. ვეცადო, გავააქტიუროთ მოსწავლეები – მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეიძლება ჩავატარო დისკუსიები, გამოვიყენო ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა. თუმცა ჩამოთვლილ სტრატეგიებს უნდა შეურჩიო დრო, თორემ არ ექნება ის ეფექტი, რასაც ველი
3. ჩავრთო მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში – ეს
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას სემესტრული ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის ათვისებაში შეუწყობს ხელს.
4. გამოვიყენო განსხვავებული სირთულის დავალებები – კარგი იქნება, თუ ერთსა და იმავე თემაზე მოსწავლეებს სხვადასხვა სირთულის დავალებებსა თუ აქტივობებს შევთავაზებ. ეს შესაძლებლობას მომცემს, გავითვალისწინო მოსწავლეთა შესაძლებლობები და ამით ავამაღლო მათი მოტივაცია.
5. გამოვიყენეო უნიშნო აქტივობები – ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება.
6. შეცდომები სწავლის საუკეთესო საშუალებაა – კლასში უნდა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეებს ნეგატიური შეფასების, კრიტიკის და შეცდომის დაშვების შიში არ ექნებათ. შეცდომები უნდა ვაქციო მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.
7. მივაწოდო  მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი – ამისთვის შეიძლება  გამოვიყენო ე.წ. "1+2" შეფასება. "1+2" ისეთი შეფასებაა, სადაც "1" შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო "2" – პოზიტიური კომენტარი.
8. თავიუნდა ავარიდო მხოლოდ ნიშნის დაწერას – ნაშრომის შესწორებას და ნიშნის დაწერას პარალელურად დავურთო კომენტარი– კონკრეტულად რის გამო დააკლდა მას ნიშანი, რა მომეწონა და რაზე უნდა გაამახვილოს მოსწავლემ ყურადღება.  კომენტარი, რომელიც ერთვის ნიშანს, უნდა იყოს ვრცელი და ამომწურავი.
9. არასოდეს გავაკრიტიკო მოსწავლე საჯაროდ – საჯარო კრიტიკა ნეგატიურ გავლენას ახდებს მოსწავლის თვითშეფასებასა და მოტივაციაზე. ასევე ამგვარი მიდგომა აქვეითებს მოსწავლის ნდობასა და პატივისცემას მასწავლებლის  მიმართ.
10. ვიყო მიუკერძოებელი –უნდა ვეცადო, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ სუბიექტივიზმის გამოვლენის შემთხვევები სწავლის პროცესში და მოსწავლეებთან პირად ურთიერთობებში.
11. ტესტირებისას გამოვიყენო სხვადსხვა ტიპის შეკითხვები – ტესტი ისე უნდა იყოს შედგენილი, რომ დაცული იყოს ბალანსი ღიადაბოლოებიან და დახურულ შეკითხვებს შორის. ამგვარად შედგენილი ტესტი არ მიანიჭებს უპირატესობას რომელიმე კონკრეტულ მოსწავლეს და კლასის შეფასების უფრო ადეკვატური ინსტრუმენტი იქნება.
12. სათანადო ყურადღება დავუთმო მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს –ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.
13. ჩავრთო მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში – მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების, შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვ. მნიშვნელოვნად აამაღლებს მათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.
14. შემოვიღო "პრობლემებისა და წინადადებების ყუთი" – ეს მეთოდი მისცემს მოსწავლეებს საკუთარი აზრის, მოსაზრების, შეფასების ანონიმურად წარმოდგენის საშუალებას.
სისტემატურად უნდა განვიხილოს შემოსული წინადადებები.
 „კვლევის შედეგების ანალიზის შემდეგ მოვახდინე მოქმედების სტრატეგიის შემუშავება დამისი პრაქტიკაში დანერგვა, რაც აუცილებლად ყველა პრობლემის გადაჭრას კი არ ნიშნავს, არამედ ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის გაუმჯობესებას და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლას;
გავამდიდრე სასწავლო პროცესი, კერძოდ , შევიტანე დამატებითი კლსგარეშე აქტივობები, მრავალფეროვანი სასწავლო  მასალებით და სწავლების ახალი მეთოდების და სტატეგიების გამოყენებით.
სხვადასხვა აქტივობებით ვახდენ  მოსწავლეთა  გააქტიურებას.
ჩავრთე მოსწავლეები შეფასების ინსტრუმენტის მომზადებაში, კერძოდ ტესტების შედგენაში.
ვახდენდი დიფერენცირებულ სწავლებას.
გამოვიყენე უნიშნო აქტივობები. ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაირთვება
შეცდომებზე სწავლება, ვფიქრობ შეცდომები უნდა ვაქციოთ მოსწავლისთვის უკეთესი შედეგებისკენ სწრაფვის დასაწყისად.
ყოველთვის ვცდილობ მივაწოდო მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი.



კვლევის მიგნებები
   
კვლევის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი სურათი:
კვლევის დადებითი მხარე  : საკვლევი თემა საინტერესო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის ისინი  აქტიურად მონაწილეობდნენ კითვარის შედგენაში, გამოთქვავდნენ თავიანთ მოსაზრებებსა და შენიშვნებს, შეიქმნა პოზიტიური თანამშრომლობითი გარემო, ამასთან  მაათ გაუჩნდათ პასუხისმგებლობის განცდა , რეალურად დაკვირვებოდნენ  სწავლისადმი საკუთარ დამოკიდებულებას და გამოეკვლიათ დაბალი მოტივაციის მიზეზები
კვლევის უარყოფითი   მხარე:მოსწავლეთა მცირე ნაწილმა თავი აარიდა ან ზერელედ შეავსო კითხვარი, მათ შემთხვევაში უმჯობესი იქნებოდა გამოკითხვა ჩატარებულიყო რაიმე სხვა აქტივობით-, მაგალითად ვერბალური გამოკითხვის გზით

   
                                               ინტერვენცია

   რადგან მოსწავლეთა გარეგან თუ შინაგან მოტივაციაზე გავლენას ახდენს ა . ის, თუ რამდენად ჩართულია საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვასა და მსვლელობაში,მოსწავლეებს გავაცანი სასწავლო მიზნები, ვცდილობ მოსწავლეები აქტიურად ჩავრთო საგაკვეთილო პროცესში ,გამოვიჩინო ინტერესი მოსწავლისა და მისი ინტერესებისადმი. ვცდილობ გაკვეთილი წარვმართო მშვიდად (და არა სტრესულად) ვიზიარებ მათ აზრს, შემიძლია ვაღიარო რომ მისი გადაწყვეტილება ან მიგნება ჩემთვის სიახლეა და   საინტერესოა, თუმცა ყოველთვის ვთხოვ დაასაბუთონ თავისი მოსაზრება.ვცდილობ არ განვასხვავო დაბალი და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეები, არ მიუთითო  შეცდომებზე. მიუხადავად იმისა, რომ ვფიქრობდი, რომ მე ყოველთვის ასე ვიქცეოდი, კვლევამ მაჩვენა, რომ ამ მიმართულებით  კიდევ მაქვს საკუთარ თავზე სამუშაო და მომავალში მუდმივად უნდა გამოვიკვლიო მოსწავლეთა აზრი. საგაკვეთილო პროცესის წარმართვის დროს ვცდილობ უფრო მრავალფეროვანი აქტივობები გამოვიყენო, რადგან ამ მიმართულებითაც  მოსწავლეებს აქვთ გარკვეული შენიშვნები. ვცდილობ გაკვეთილზე გავაკეთო სიტუაციური ანალიზი, სადაც ჩართული იქნება თანაბრად ყველა მოსწავლე.
     მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, რომელ მოსწავლესთან ერთად შეასრულოს ჯგუფური სამუშაო, მოტივაციაზე  შესაძლოა დადებითად იმოქმედოს შინაარსთან მიმართებაში  არჩევანის არსებობამ.კვლევამ ამ მიმართულებითაც აჩვენა, რომ არის პრობლემები. რომლის გამოსწორებასაც ვცდილობ.
 ასევე უფრო მეტად ვიყენებ შემოქმედებითობის  და კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ მიმართულ სტრატეგიებს,რაც  იწვევს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, კითხვების დასმას, კვლევას, ცხოვრებისეულ მოვლენებთან თეორიის დაკავშირებას.
კვლევამ მაჩვენა, რომ მეტად უნდა მივაქციო ყურადღება სასწავლო მასალის შინაარსისა და მოსწავლის ინტერესების თანხვედრას.ამიტომ ვცდილობ სასწავლო მასალის შესწავლის წინ ვაჩვენო საკითხის მნიშვნელობა პრაქტიკული გამოყენების კუთხითაც, ასევე  მნიშვნელოვანია, მოსწავლეს ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, რომელ მოსწავლესთან ერთად შეასრულოს ჯგუფური სამუშაო, ამ პრობლემის მოგვარებისათვის ვუკვირდები მათ ქცევას,  შემოვიღე შემთხვევითი დაჯგუფების დროს სპეციალური მეთოდი( ჩხირებზე აწერია მოსწავლეთა სახელები),   მოსწავლის მოტივაციაზე  შესაძლოა დადებითად იმოქმედოს შინაარსთან მიმართებაში  არჩევანის არსებობამ. ამიტომ შემაქვს დაბეჭდილი  ამოცანები და მაგალითები ,საიდანაც თვითონ ირჩევენ სასურველ დავალებებს.
     მოტივაციის ამაღლებისათვის მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენა , ამაზე მიუთითებდნენ კვლევაში  მოსწავლეები, ამიტომ მოვახდინე შემაჯამებელი სამუშაოების ანალიზი,
სასწავლო პროექტები ქიმიის ,,გამოცოცხლებისა“ და  მოტივაციის ამაღლების საუკეთესო გზაა. ამიტომ საგაკვეთილო თემის შესაბამისად მოსწავლეები ასრულებენ სხვადასხვა პროექტებს.
 იმ შემთხვევაში, როცა მოსწავლეები ვერ პოულობენ ცხოვრებისეული პრაქტიკული ამოცანის გადაჭრის გზებს, , შემაქვს შესაბამისი პროექტები.
მოსწავლეებს უნდა დავანახოთ რომ ქიმია ცალკე განყენებული საგანი კი არ არის არამედ მჭიდრო კავშირშია სხვადასხვა დისციპლინებთან,
  კვლევამ მაჩვენა, რომ  მოსწავლეთა თითქმის 100% აქვს სწავლის სურვილი.  რა თქმა უნდა  ის  სამუშაო , რაც შევასრულე, ჯერ მხოლოდ დასაწყისია  იმ ხანგრძლივი  და რთული პროცესისა, რაც  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა  და სწავლის ხარისხის გაზრდას გამოიწვევს,  ამიტომ  მე მუდმივად შევეცდები ვიზრუნო საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე.( ტრენინგები, ინრერნეტში რესურსების მოძიება, შესაბამისი ლიტერატურის გაცნობა, პროფესიული საქმიანობის კვლევა,კოლეგების გამოცდილების გაზიარება,თვითდაკვირვევის წარმოება)
გამოყენებული ლიტერატურა
1.მოტივაცია კლასში: მოტივაციის თეორიები http://mastsavlebeli.ge/?p=1572
2.მოტივაციის თეორიები
http://www.slideserve.com/joy-nolan/walt-disney
  3.სწავლის თეორიები
  https://www.scribd.com
   4) Calaméo - როგორ ჩავატაროთ კვლევა
     www.calameo.com
5)როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები |
1. mastsavlebeli.ge/?p=281
6) როგორ ვაწარმოოთ პედაგოგიური კვლევა
https://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201






რეფლექსია
     კვლევის მიზანი იყო დაგვედგინა ის ფაქტორები, რაც ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას.       მიღებული შედეგები დადებითია და ვთვლით, რომ შეიძლება მისი კოლეგებთან გაზიარება.       კვლევის დამთავრების შემდეგ კვლევის შედეგების კოლეგებთან გაზიარების მიზნით მოვახდინე მათ წინაშე პრეზენტაცია,  კოლეგებ ს მივაწოდე ინფორმაცია,, რომ კვლევის დაწყებამდე გავეცანი საჭირო ლიერატურას,   როგორ მოვახდინე კვლევის თემის შერჩევა,როგორ დავგეგმე კვლევის ჩატარება,( ვადები,  ჩატარების მეთოდი, მონაცემთა დახარისხება და ანალიზი, ინტერვენცია)კოლეგებს გავაცანი, რა აქტივობების გამოყენება დამჭირდა ამ საქმიანობის განსახორციელებლად, კვლევის კითხვარის  შედეგის გასაცნობად მოვამზადე საპრეზენტაციო მასალა სადაც დიაგრმების სახით წარმოდგენილი იყო კითხვებზე პასუხების შედეგები .შემდეგ კოლეგებს გავაცანი ის დასკვნა, რაც გავაკეთე შედეგების ანალიზის შემდეგ, ასევე გავაცანი, თუ რა აქტივობები განვახორციელე ინტერვენციისათვის.
   მუშაობის დროს ჩემთვის საინტერესო იყო მოსწავლეთა აზრის შესწავლა , თუ რა იწვევდა დაბალ მოტივაციას  და როგორ  შეიძლება ამ პრობლების მოგვარება, მუშაობის პროცესში რამდენიმე მოსწავლემ არ გასცა დაწვრილებითი პასუხი შეკითხვას, თუ    რა იწვევდა დაბალ მოტივაციას  . თუმცა მათი აზრი ჩემთვის საინტერესო იყო.
   პრეზენტაციის შემდეგ კოლეგებმა  გამოთქვეს აზრი ,რომ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის  დიფერენცირებული მიდგომა,  სწვლის მრავალფეროვანი მეთოდებისა და აქტივობების გამოყენება,  ასევე მნიშვნელოვანია სასწავლო პროექტებისა და არასაგაკვეთილო მუშაობის უფრო მეტად გამოყენება.( წრეობრივი მუშაობა, საკლუბო მუშაობა, მოსწავლეთა მომზადება კონკურსებისათვის, )  დიდი ყურადღება გაამახვილეს მოსწავლეების ინდივიდუალური სასწავლო  საჭიროების შესწავლაზე და გამოთქვეს აზრი, რომ ან მიზნით კარგი იქნება დაკვირვების ჩანაწერების წარმოება, ასევე მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სასწავლო რესურსებისა და თვალსაჩინოებების გამოყენება, მათი აზრით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლის ხარისხის გაზრდაში, და რომ ეს ხანგრძლივი პროცესია და ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს მთელი პედაგოგიური მუშაობის განმავლობაში.ასევე მათ მიაჩნიათ, რომ გაკვეთილები უნდა იყოს წინასწარ მოფიქრებული და დაგეგმილი,
  ჩემი აზრით კოლეგების მოსაზრება სავსებით შეესაბამება და თანხვედრაშია კვლევის შედეგებთან , ამიტომ  ვაპირებ, ყველა  მათი მოსაზრება  გავითვალისწინო და მომავალი მუშაობა მის შესაბამისად დავგეგმო .


No comments:

Post a Comment