Tuesday, May 31, 2016

მეოთხე ტრენინგდღე




ტრენერმა გაგვაცნო ინფორმაცია მიმრთულების მიმცემი კითხვების შესახებ, გვესაუბრა და ჯგუფში განვიხილეთ  მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები,

Google doc-ების საშუალებით ტრენერმა გაგვიზიარა ჯგუფს სავარჯიშოგონებრივი იერიშის კითხვები“.ჩვენ უკეთ გავერკვიეთ როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ მიმართულების მიმცემი შეკითხვები და პარალელურად ვისწავლეთ დოკუმენტის გაზიარება google doc-ების საშუალებით და  გაზიარებულ დოკუმენტებში მუშაობა. შემდეგ, ჩვენი პროექტისთვის ჩამოვაყალიბეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვა და ჩავწერეთ პროექტის პროექტის გეგმის შაბლონში. ეს შეკითხვები ხელს შეუწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ინფორმაციას.



მესამე ტრენინგდღე




    ჩამოვყალიბდით საპროექტო თემასთან დაკავშირებით . თემას შევურჩიე საგნობრივი სტანდარტები და  ინდიკატორები, მიზნები გავწერეთ.
  მომავალში გამიადვილდება თემის შერჩევა და მიზნის განსაზღვრა. ეს საშუალებას მომცემს მოსწავლეებს განუვითარო  ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და განვუმტკიცო აღნიშნული უნარ-ჩვევები.



პირველი ტრენინგდღის მოდული




 ტრენერი გაგვეცნო და თითოეულმა მონაწილემ გავაცანით თავი ჯგუფის წევრებს, ვისაუბრეთ თუ რომელ კლასებს ვასწავლით, რა საგანს და რა მოლოდინი გვაქ ამ ტრენინგიდან. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო კურსის თითოეული მოდულის აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები გაგვაცნო Intel-ის სახელმღვანელო Viewer-, დავათვალიერებინა პროგრამის ინტერფეისი, გაგვაცნო სამუშაო ინსტრუმენტები, გვაჩვენა დამხმარე გზამკვლევი და დავათვალირეთ სხვადასხვა რესურსები (პროექტის გეგმები და დამხმარე მასალები).

გავაკეთეთ ბროშურის გეგმა, რომლის მიხედვითაც შევქმენი ბროშურა. საშუალება მექნება მოსწავლეებს განუვითარო მაღალი სააზროვნო უნარები და 21- საუკუნის უნარ-ჩვევები.